Monday, May 11, 2015

მე იმ დედების (და ზოგადად იმ ადამიანების რიცხვს) მივეკუთვნები, ვინც ცდილობს ყველაფერს მომზადებული შეხვდეს და მაქსიმალურად (ბევრი... ბევრი... ბევრი) ინფორმაცია ჰქონდეს მის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებზე , შესაბამისად ორსულობის ტესტზე პირველივე (ანუ მეორე) წითელი ხაზის (ხაზუკა საყვარელი) გაჩენის შემდეგ , ჩემს ტელეფონში  სასწრაფოდ გაჩნდა რამდენიმე ახალი აპლიკაცია.
(ჩემი მობილური ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და Play Store -ით ვისარგებლე თუმცა უმეტესობა და პლიუს სხვა აპლიკაციები რა თქმა უნდა Apple Store-შიც ხელმისაწვდომი (და უფასოა)

თითოეულ მათგანში შეგვყავს მოსალოდნელი მშობიროაბის დღე (ან ბოლო ციკლის პირველი დღე) და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში გვითვლის მერამდენე კვირაში ვართ, რამხელაა ჩვენი ნაყოფი, განვითარების რა ეტაპზეა და მოკლედ ყველანაირ საჭირო ინფორმაციას..

1. My Pregnancy Today -  სუპერ აპლიკაცია, მარტივად მოსახმარი და ინფორმატიული
2. Pregnancy Tracker -  ჩემი ფავორიტი - ავტორის იუმორის გრძნობა (კილოგრამების მატების პარალელურად) დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს
3.I'm Expecting - ინფორმაცია თითქმის იდენტურია (მაგრამ გადამოწმება და გამეორება ცოდნის დედაა , ამიტომ რამდენიმე წყაროსგან მიღებული ინფორმაცია უფრო სანდოა

4.Pregnancy +  - ძალიან კარგი აპლიკაცია თუმცა სამწუხაროდ ფასიანი (14 კვირამდე უფასო) მაგრამ რამდენიმე ფუნქცით სარგებლობა მაინც შესაძლებელია.

მოკლედ არჩევანი დიდია , თუ ჩემნაირი (გიჟი) ხართ ყველა მათგანს გადმოწერთ (და კიდევ რამდენიმეს) მათი დახმარებით მომავალი დედა თავს უფრო მშვიდად გრძნობს და და მუცელში ჩასახულ პატარას შესახებ ყოველდღიურად განახლებადი ცოდნით ბევრად თავდაჯერებული ხდება :) აბა წარმატებები! :)